ავტოპარკინგი

ნარმანია: ტროტუარებზე ავტომანქანის პარკირების 210 ადგილი გაუქმდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში ტროტუარებზე ავტომანქანის პარკირების 210 ადგილი გაუქმდება. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, მან შესაბამის სამსახურს დაავალა, შეესწავლა ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების საკითხი. დედაქალაქის მერის თქმით, რამდენიმე ტროტუარზე ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა, რადგან ფეხით მოსიარულეების სივრცე თითქმის აღარ რჩება. ამიტომაც, ნარმანიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა საკითხი, რომელიც ითვალისწინებს თბილისში 210 პარკირების ადგილის გაუქმებას ტროტუარებზე.

ნარმანიას აღნიშნა, რომ ავტომანქანების პარკირება ტროტუარებზე აიკრძალება ისეთ ადგილებში, სადაც 3 მეტრზე ნაკლები მანძილია. ასეთ ადგილებში ავტომანქანების პარკირების ნიშნები მოიხსნება. 

ამასთან, დედაქალაქის მერის განმარტებით, მერია დაინტერესებული ინვესტორებისთვის გამოაცხადებს კონკურსს, რომელიც მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების აშენებას ითვალისწინებს.

კომენტარები