ბიზნესგარემო საქართველოში

პრემიერი ბიზნესგარემოზე: ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო საუკეთესო

მე დავინტერესდი, თუ რა პრობლემები ექმნება ზოგადად ბიზნესს, ან რა შეფერხებები აქვს ბიზნესს საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ მე მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო წელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მაქსიმალურად დავუჩქაროთ ყველამ პროცედურები და დროში არ გაიწელოს არცერთი გადაწყვეტილება. ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში. ასე რომ, ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება. არცერთმა არ შექმნას რაიმე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, რა თქმა უნდა, უნდა დააყენოთ დაუყოვნებლივ მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები