ბიზნესგარემო საქართველოში

პრემიერი: ყველა პასუხს აგებს, ვინც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საბჭოს წევრების განცხადებით, "ქვეყანაში დღეს კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოა, ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან სრულად თავისუფალია, თუმცა ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი და არაფრისმომცემი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებელია".

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით კი, "ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს". 

კომენტარები