გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის ციხეში არეულობას უარყოფს

სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ ღამე გლდანის ციხეში არეულობა იყო და ამის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სამინისტროს განმარტებით, ამ დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაიყვანეს სამედიცინო კლინიკაში.

"ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაყავთ პატიმრები. გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული გადაიყვანეს გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს", - აცხადებს სამინისტრო.

კომენტარები