NATO-საქართველოს კომისია

NATO-საქართველოს კომისია: ხელშეკრულებები საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის

NATO

NATO-საქართველოს კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რაც ალიანსის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა:

"დღეს შევხვდით NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რათა განგვეხილა თანამშრომლობის პრიორიტეტები საქართველოს და NATO-ს შორის და გვესაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე.შევაჯამეთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რომელსაც მხარი დავუჭირეთ უელსის სამიტზე. ამ პაკეტის ზომები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაძლებლობების თავსებადობას ალიანსთან, რომელიც დაეხმარება საქართველოს NATO-სკენ სწრაფვაში. ვისაუბრეთ პროგრესზე პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, NATO-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებასა და საწვრთნელი ბაზის ჩათვლით. მოკავშირეები იმუშავებენ საქართველოსთან ერთად, რომ მოხდეს პაკეტის ყველა ელემენტის იმპლემენტაცია. მოკავშირე მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და უფრო დაუახლოვდა NATO-ს ამბიციური რეფორმების გატარებით; NATO-ს მინისტრებმა გაიხსენეს 2008 წელს სამიტის შეთანხმება, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრებმა ასევე მადლობა გადაუხადეს საქართველოს NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობის გამო. ასევე გამოხატეს მადლიერება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა წევრის მიმართ, რომლებიც ISAF-ის მისიაში მონაწილეობდნენ. 

NATO-ს მინისტრები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციაში, თავდაცვის რეფორმის ჩათვლით.

"ვგმობთ რუსეთის ქმედებებს საქართველოში, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ ხელშეკრულება და სამხრეთ ოსეთთან იმავე ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადება. ყველა მოკავშირე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეს ხელშეკრულებები მიზნად ისახავენ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარონ.

NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას, ასევე მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. მოკავშირე სახელმწიფოების მინისტრები მიესალმებიან საქართველოს აქტიურ და კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და ყველა მონაწილეს მოუწოდებენ კონსტრუქციულობისკენ, ასევე ეუთოსთან, გაეროსა და ევროკავშირთან თანამშრომლობისკენ, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას საქართველოს ტერიტორიაზე", - წერია განცხადებაში.

კომენტარები