შრომითი მიგრაცია

ჯგერენაია: შრომითი მიგრაციის შესახებ ახალი რეგულაციები შესაძლოა გადაიხედოს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას თქმით, შრომითი მიგრაციის შესახებ ახალი რეგულაციები შესაძლოა გადაიხედოს. ამის შესახებ ჯგერენაიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

"ეს რეგულაციები რადგან მსჯელობის საგანი გახდა და გამოიწვია დაინტერესება ბიზნესის კუთხით, ჩვენი ერთ-ერთი სოციალური პარტნიორის მხრიდან, დაისვა კითხვები პარლამენტშიც, სადაც მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები, აქვთ შენიშვნები და საუბარია ამ რეგულაციების გადახედვაზე. ასე რომ, შესაძლებელია, ეს რეგულაციები გადაიხედოს", - განაცხადა ჯგერენაიამ და აღნიშნა, რომ "ჩვენ შევხვდით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სადაც გავითვალისწინეთ მათი შენიშვნები. ეს იყო წარმატებული სოციალური დიალოგი".

ცნობისთვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომზადებული შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია უცხო ქვეყნის მოქალაქის დაქირავებას მოისურვებს, საქართველოს მთავრობას უნდა დაუმტკიცოს, რომ მასზე უკეთესი კანდიდატი საქართველოში ვერ იპოვა.

კომენტარები