ზვავსაშიშროება

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე, სადაც მოსალოდნელია ძლიერი თოვა და კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შეზღუდვებია დაწესებული ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია, მათ შორის, თბილისიდან გუდაურის მიმართულებით", - იუწყება დეპარტამენტი.

კომენტარები