ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანია: რატომ უნდა ფიგურირებდეს ექსპერტების საქმეში FBI-ს დასკვნა?

რატომ უნდა ფიგურირებდეს ექსპერტების საქმეში FBI-ს დასკვნა? ლევან ჩაჩუას და იგივე დაცვის წევრებს, ძაძამიას და ხარშილაძეს ედავებიან, რომ ისინი გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს, საერთოდ რა კავშირი აქვს ამასთან ექსპერტების დასკვნას? ექსპერტების დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ზურას სიკვდილის გარემოებებზე იქნება საუბარი, როდესაც დასრულდება გამოძიება და ეს ძირითადი საქმე გადავა სასამართლოში. პრაქტიკულად სამივემ, ლევან ჩაჩუამაც და დაცვის წევრებმაც აღიარეს, რომ მათ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურეობრივი მოვალეობები.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარდაცვლილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ კითხვაზე, რატომ არ დებს პროკურატურა საქმეში FBI-ის დასკვნას.

კომენტარები