საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

აბაშიძე: მე რომ ვიყო უკრაინის პრეზიდენტი, არ ვისურვებდი სააკაშვილს მრჩევლად

გემოვნებაზე არ დავობენ, ბუნებრივია. მე რომ ვიყო უკრაინის პრეზიდენტი, არ ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო ჩემი მრჩეველი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ კიდევ ვინმემ ურჩია, რომ ის ყოფილიყო მრჩეველი, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია სწორ რჩევად. მათი საქმეა, ეს არ არის დღევანდელი ჩვენი მთავარი გამოწვევა.

ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება.

კომენტარები