აშშ

სენატმა ეშტონ კარტერი თავდაცვის მდივნად დაამტკიცა

www.defense.gov

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი ეშტონ კარტერი დაამტკიცა. 60 წლის კარტერი მანამდე თავდაცვის მდივნის მოადგილე იყო.

გასულ წლებში იგი პენტაგონის სტრუქტურებში მუშაობდა. კარტერი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას და შეიარაღებული ძალების ახალი ტექნოლოგიებით გადაიარაღებას ემხრობა. სენატში მოსმენის დროს მან უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ღიად მხარი დაუჭირა.

კარტერი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უკვე მეოთხე თავდაცვის მდივანია.

კომენტარები