თეორემა

გავიცნობ სანდომიან ადამიანს ქართული მიწის ყიდვის მიზნით

იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების ახალი ერთობლივი ინიციატივის მიხედვით, უცხოელს მიწის შესაძენად კომლში გაწევრიანება, ან საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინება დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მოქალაქე ცოლს მიატოვებს ან კომლს დატოვებს, ის ვალდებული იქნება მიწა გაყიდოს.

რას ნიშნავს კომლი ქართული სამართლის მიხედვით, როგორ შეიძლება მასში გაწევრიანება, ან მისი შემადგენლობიდან გასვლა, შეუძლია თუ არა კომლს უარი უთხრას გაწევრიანებაზე უცხოელს, ან გარიცხოს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, რა საფუძვლით შეეძლება კომლს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება? ხომ არ მოახდენს ეს კანონი ფიქტიური ქორწინებების წახალისებას და ზოგადად, რატომაა ქართველზე დაოჯახებული ან კომლში შესული უცხოელისთვის მიწის მიყიდვა ნაკლებად "საშიში", ვიდრე უბრალოდ უცხოელზე - რას უზამს ის ქართულ მიწას, მოიკიდებს და თან წაიღებს?

ამაზე ვსაუბრობთ თეორემას მეორე ნაწილში სტუმრებთან ერთად.

გადაცემის სტუმრები: იაგო ხვიჩია, სალომე გელაშვილი, გიგა ბედინეიშვილი, ლევან კალანდაძე.

კომენტარები