საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

გოგოლაშვილი: სააკაშვილი დარჩა პოლიტიკურ ფიგურად საერთაშორისო არენაზე

შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ ის დარჩა პოლიტიკურ ფიგურად საერთაშორისო არენაზე, ნამდილად არ არის პოლიტიკური გვამი. შეიძლება შევაქოთ ნაციონალური მოძრაობა, რომ მათ გამოიყენეს გამჭრიახობა, გარდა იმისა, რომ გულწრფელად უჭერდნენ მხარს მაიდანის მოვლენებს და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, მეორე მხრივ, პოლიტიკურად ძალიან კარგად გამოიყენეს ეს სიტუაცია იმ მხრივ, რომ საერთაშორისო მასშტაბით და მით უმეტეს უკრაინაში ძალიან გაიმყარეს იმიჯი. წინა პოზიციებზე აღმოჩნდნენ, ისინი გვერდზე ედგნენ პოროშენკოს, იაცენიუკს, სხვა ლიდერებს, ისინი გვერდზე ედგნენ უკრაინელ ხალხს და, რა თქმა უნდა, ახლა თვითონ შიდა მოხმარებისთვისაც კი სააკაშვილის დანიშვნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე არის მომგებიანი პოროშენკოსთვის იმიტომ, რომ ეს აძლიერებს მის პოზიციებს, მის ლეგიტიმაციას თუ გნებავთ უკრაინელი მოსახლეობის თვალში.

განაცხადა პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნაზე.

კომენტარები