უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

მოურინიო: დიეგო კოშტა პსჟ-ს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება

skysports.co.uk

17 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება.

პარიზში, ადგილობრივი პსჟ, ლონდონის ჩელსის უმასპინძლებს.

მოურინიოს გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, დიეგო კოშტა უბრუნდება. ბრაზილიელი წარმოშობის მქონე ესპანელმა ფორვარდმა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

"დიახ, ის დაბრუნდა და სასტარტო შემადგენლობაში გავამწესებ. ამის მიუხედავად, ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია, როდესაც სამ თამაშს გამოტოვებ, უცებ 90 წუთი ითამაშო. ის საუკეთესო კონდიციაში არ არის", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

"პარიზელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, პრინციპში იგივე, რაც შარშან, დამატებული დავიდ ლუიზი. როდესაც სტაბილურობა გაქვს, ყოველთვის შეგიძლია გააუმჯობესო თამაში. ჩელსი განსხვავებული გუნდია. ჩვენ რამდენიმე განსხვავებული ფეხბურთელი გვყავს და ჩვენი სათამაშო სტილი ოდნავ შევცვალეთ", - დაამატა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

რაც შეეხებათ პარიზელებს, ბლანის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში, ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დაუშავდა. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მარკინიოში, სერჟ ორიე, იოჰან კაბაიე და ლუკაშ მოურა.

მატჩი პარი სენ ჟერმენსა და ლონდონის ჩელსის შორის თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება

კომენტარები