Foodpanda

Foodpanda ახლო აღმოსავლეთში საკვების მიტანის ბიზნესს ყიდულობს

აზიის რეგიონში რამდენიმე კომპანიის შეძენის შემდეგ, ფუდპანდა ჯგუფის ახალი სამიზნე შუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი გახდა.

კომპანიაში ადასტურებენ, რომ შეისყიდეს საკვების მიტანის ბიზნესი 24h.ae ახლო აღმოსავლეთში და აღნიშნულ რეგიონს საკვების ონლაინ შეკვეთის სექტორის ერთ-ერთ მსხვილ ბაზრად მიიჩნევენ.

24h.ae არაბეთის გაერთიანებული საამიროების შვიდ ქალაქში სწრაფ და ხელმისაწვდომ საკვების მიტანის სერვისს ახორციელებს. კერძოდ, დუბაიში, აბუ დაბიში, ალ აინში, შარჟაში, აჟმანში, ფუიაირაში და რაშ ალ ხაიმაში.

24h.ae ამჟამად პარტნიორობს 700-ზე მეტ რესტორანთან, რომელთა რიცხვშია ცნობილი ბრენდები: საბვეი, ვენდისი, დომინოს პიცა და პიცა ექსპრესი. ფუდპანდა იორდანიასა და საუდის არაბეთში უკვე ოპერირებს საკუთარი ჰელოუფუდის ბრენდის მეშვეობით.

ამ ეტაპზე ფუდპანდა 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.

გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით, საიტის გარდა (www.foodpanda.ge), მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაცაა შესაძლებელი. 

Foodpanda ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. 

კომენტარები