Foodpanda

ფუდპანდა ჯგუფი საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს

ფუდპანდას პარტნიორი ბიზნესინკუბატორი Rocket Internet ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ლიდერი ხდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ და ფუდპანდას პარტნიორმა Rocket Internet-მა კომპანია Talabat-ის აქციების 100 პროცენტი შეისყიდა. აქციების ღირებულებამ დაახლოებით 150 მილიონი ევრო შეადგინა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტრანზაქციის დასრულება რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

Rocket Internet ფუდპანდას (www.foodpanda.ge) მთავარი პარტნიორია და საკვების ონლაინ შეკვეთის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ელექტრონული კომერციის ბიზნესინკუბატორს წარმოადგენს. კომპანია Talabat კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს მათ ლიდერობას ორ მნიშვნელოვან ბაზარზე, კერძოდ, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლებიც მაღალი დონის სმარტფონების ინტეგრაციითა და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივებით გამოირჩევიან.

ბიზნესინკუბატორის მიღწევებზე საუბრობენ ექსპერტებიც, რადგან ეს ბიზნესი საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრებზე კომპანია Talabat-ის გავლენით გახდება შესაძლებელი, რომელიც საკვების შეკვეთის ბაზარზე შუა აღმოსავლეთში ერთი მთავარი მოთამაშეა. კუვეიტში დაფუძნებული საკვების მიტანის სერვისი აღნიშნული ტერიტორიის გარდა, აქტიურობს საუდის არაბეთსა და არაბებთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ბარაინში, ომანსა და კატარში. ამ ეტაპზე, ისინი 1300 რესტორანზე მეტთან თანამშრომლობენ, რომელთა შორისაა ცნობილი და ძლიერი ბრენდები: Burger King, KFC, JonnyRocket, Hardees, TGI Fridays, Pizza Hut, PizzaExpress, Papajohn და Subway.

ოლივერ სამვერი, Rocket Internet-ის CEO აღნიშნავს, რომ "საკვების შეკვეთის სექტორში სამომავლოდ დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. Rocket Internet ახლადშექმნილი Global Online Takeaway Group-ის დახმარებით მნიშვნელოვანი ბაზრების კონსოლიდირების წინაპირობაა და ონლაინსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. შუა აღმოსავლეთი ერთ-ერთი ანალოგიური ბაზარია დიდი ზრდის პერსპექტივით, შესაბამისად, Talabat.com-ის შეძენა ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია".

Rocket Internet-ის მისიაა გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტპლატფორმა ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შემდეგ. კომპანია ახდენს დროში დამტკიცებული ინტერნეტის ბიზნესმოდელების იდენტიფიცირებას და აქცენტები ახალ, გამოუკვლეველ და აქამდე ყურადღების გარეშე დარჩენილ ბაზრებზე გადააქვს. Rocket-ი ფოკუსირებულია ონლაინ ბიზნესმოდელებზე, რომლებიც მომხმარებლების მთავარ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ სამი სექტორის მოცვით: ელექტრონული კომერცია, ბაზრები და ფინანსური ტექნოლოგიები.

Rocket Internet 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიების ქსელში 25 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ხუთ კონტინენტზე, მათ შორის, 100 ქვეყანაში აქტიურობით გამოირჩევიან.

კომენტარები