საქართველო-NATO-ს ურთიერთობა

საგარეო უწყება: საქართველო აგრძელებს NATO-სთან დაახლოების პროცესს

საგარეო მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, "საქართველო-NATO-ს ურთიერთობა გრძელდება ჩვეულ რეჟიმში". როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, "საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს, როგორც ვიცით, წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი და ჩვენი, ასე ვთქვათ თავისუფალი ნება". გიგიაძის თქმითვე, "NATO-სთან დაახლოება დამოკიდებული იქნება არა მარტო ჩვენს დიალოგზე, არამედ ალიანსის წევრებზე თვითონ და ამაზე მესამე მხარე გავლენას ვერ მოახერხებს. ანუ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში". საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

"რაც შეეხება განცხადებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჯობს, ბატონმა ზურამ გასცეს პასუხი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება დაახლოება ალიანსთან, მაქსიმალურად დაახლოება. ვადებზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია, მაგრამ, არსებული დებულებების შესრულება, არსებითი პაკეტის მიერ განსაზღვრული, ასე ვთქვათ, მოთხოვნების დაკმაყოფილება, შესაბამისად, ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობების გაგრძელება. საქართველო აგრძელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესს, ეს დაწყებული იყო ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროპული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის, რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი", - განაცხადა გიგიაძემ.

კომენტარები