იმერეთის გუბერნატორი

პრემიერმა იმერეთის გუბერნატორის პოსტზე გივი ჭიჭინაძე წარადგინა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის გუბერნატორის პოსტზე მთავრობას ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე წარუდგინა. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

"მოგეხსენებათ, რომ იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა გუშინ მოგვმართა გადადგომის მოთხოვნით. მე მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა - ეს გახლავთ ბატონი გივი ჭიჭინაძე. ყველასთვის კარგად ცნობილი ბატონი გივი, რომელიც ამჟამად გახლავთ ვაკის რაიონის გამგებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოფილმა გუბერნატორმა, ბატონმა ზაზა მეფარიშვილმა კარგად იმუშავა ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები