საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

მარგველაშვილი: ქართველების დანიშვნა ხელისუფლებაში უკრაინის შიდა საქმეა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანია ინტერის ეთერში უკრაინაში მიდინარე მოვლენები საქართველოში 90-იან წლებსა და 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს შეადარა. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნას მარგველაშვილმა უკრაინის შიდა საქმე უწოდა.

"ნებისმიერი ქართველი თვლის გარკვეულწილად საკუთარ მოვალეობად, იყოს სასარგებლო უკრაინისთვის და ემსახუროს უკრაინას, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესები, მომავლის საერთო ხედვა და მართლაც მოძმე ხალხები ვართ. ამის მსურველი ამდენი ქართველისგან რომელ კანდიდატურებს შეარჩევს უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია. არ მგონია, რომ კონკრეტულ დანიშვნებზე და კონკრეტულ მოღვაწეებზე უნდა გავაკეთო კომენტარი, ეს უკრაინის შიდა საქმეა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები