ლარის გაუფასურება

ქადაგიძე: სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები

სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები, რაც გამოიხატა ექსპორტის კლებაში, გზავნილების და ტურიზმის კლებაში. ამან ასახვა ჰპოვა ლარის გაცვლით კურსზე და იგი გაუფასურდა. ეროვნული ბანკის წინაშე დღეს დგას სამი ძირითადი ამოცანა: უზრუნველვყოთ ფინანსური სტაბილურობა, ფასების სტაბილურობა, რომ ლარის დევალვაცია არ გადაიზარდოს ფასების საყოველთაო ზრდაში, და შევუმსუბუქოთ ტვირთი იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვნად გაეზარდა სესხის მომსახურების ტვირთი. ფინანსური სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ეროვნული ბანკის მანდატია და ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს გაცილებით უფრო მძიმე შოკის დროს. 

განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები