მუსლიმები საქართველოში

შეიხი ვაგიფი: მუსლიმურ თემს სახელმწიფო აკონტროლებს

ვაგიფ აკპეროვი
ტაბულა

ქართულ მუსლიმურ თემს სახელმწიფო აკონტროლებს - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა შეიხმა ვაგიფ აკპეროვმა ტაბულას ეთერში, გადაცემაში საუბარი რელიგიაზე სტუმრობისას განაცხადა.

აკპეროვის განცხადებით, მუსლიმურ თემს საქართველოს პრემიერმინისტრის ქვეშ შექმნილი რელიგიის სააგენტო აკონტროლებს.

„მე, როგორც მუსლიმ შიიტს და 22 წელიწადი მეჩეთის მოლას, ბოლო ორი წელიწადი სრულიად საქართველოს შეიხს, შემიძლია ვთქვა, რომ 2012 წლიდან არის ზეწოლა, აკონტროლებს სახელმწიფო“ - განაცხადა აკპეროვმა.

აკეპეროვის თქმით მას სხვადასხვა თანამდებობის პირები, სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან ურეკავდნენ და მუსლიმთა უფლებების დარღვევაზე ხმის ამოღებას უკრძალავდნენ. მისი განბცხადებით 2012 წლიდან, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას ახალი მთავრობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

„უპირველეს ყოვლისა, როგორც იცით, გადამაყენეს მარტო მე. ჩემი ხედვა, ჩემი სამმართველოში მოქცევა და ჩემი სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც არასამთავრობო, საერთაშორისო, რელიგიური, ადამიანთა დაცვის კომიტეტების და ასე შემდეგ, ძალიან არ მოწონდათ ზოგიერთ დაწესებულებებს. ახალი მთავრობა მიკრძალავდა შეხვედრებს, ყოველდღე მირეკავდნენ. შეხვედრებზე ძალიან მიჭირდა სხვადასხვა კონფერენციებზე მისვლა“ - განაცხადა აკპეროვმა.

აკპეროვის განცხადებით მისი გადაყენება მუსლიმთა უფლებების დაცვის გამო მოხდა.

„ზუსტად ეს არის, ნუ ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ბუნტარი ვიყავი და ბუნტარის როლს ვასრულებდი, მაგრამ მე ღირებულებებზე მქონდა ორიენტაცია გაკეთებული და ორიენტირებული ვიყავი ქარტულ მუსლიმურ თემზე და მის განვითარებაზე და ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში, რომელიც დღეს ცდილობს ევროინტეგრაციას, დემოკრატიულ ინსტიტუტებში ინტეგრაციას“ - განაცხადა აკპეროვმა.

ვაგიფ აკპეროვი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თანამდებობას 2014 წლის დასაწყისამდე იკავებდა, ის რამინ იგიდოვმა შეცვალა. შეიხის გადადგომამ მაშინ კონტრავერსიული მოსაზრებები წარმოშვა. შეიხს საჯაროდ გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია. წლებია რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუსლიმთა ავტონომიაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევაზე საუბრობენ.

კომენტარები