ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში, ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში იწყება

reuters

მოსკოვში, სამგლოვიარო მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. მარშის მონაწილეებს ხელში რუსეთის დროშები, მოკლული ბორის ნემცოვის ფოტოები და ყვავილები უჭირავთ. მსვლელობა მოსკოვის დროით 15:00 საათზე დაიწყება. 

რუსი ოპოზიციონერები პირველ მარტს ანტიკრიზისული მარშის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო აქციის ჩატარება გადაიდო. ორგანიზატორებმა მოსკოვის მერიაში მოლაპარაკებები გამართეს და დედაქალაქის მთავრობა სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარებაზე დაითანხმეს.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ორი დღის წინ მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები