ბორის ნემცოვის მკვლელობა

პუტინი: ნემცოვის თავხედური მკვლელობა რუსეთის სირცხვილი და ტრაგედიაა

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ნემცოვის მკვლელობას რუსეთისთვის სამარცხვინო უწოდა და დანაშაულის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა სამართალდამცველებს მოუწოდა, რეზონანსულ საქმეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

"ნამდვილად გვჭირდება კარდინალური გარდატეხა, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოების, ასევე მთელი სამართალდამცველი სისტემის ახალი ხარისხით მუშაობა. ყველაზე სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს რეზონანსულ დანაშაულებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა გავათავისუფლოთ ისეთი სირცხვილისა და ტრაგედიისგან, როგორიც მაგალითად ჩვენ ამას წინათ ვნახეთ და გადავიტანეთ. მხედველობაში მაქვს ბორის ნემცოვის თავხედური მკვლელობა დედაქალაქის ცენტრში" - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები