ლევან ჩაჩუას საქმე

სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა
news.accept.ge

ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გირაო გაუუქმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 2014 წლის 20 მარტს დააკავეს. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, რა დროსაც, ადვოკატების ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 

ლევან ჩაჩუა გირაოს სანაცვლოდ 2014 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

კომენტარები