21 მარტის აქცია

გომელაური: თავისუფალი თაობის წევრები იხდიან ჯარიმას და გამოდიან ხოლმე

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია ტაბულას გენერალური დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის სახლთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. ცნობისთვის, 14 მარტს ადგილზე თავისუფალი თაობის წევრები მივიდნენ, 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს და კორპუსის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაწერეს. მინისტრმა თავისუფალ თაობაზეც გააკეთა კომენტარი.

"გამოძიება მიმდინარეობს... რამდენიმეჯერ მოხდა მათი დაკავება, როგორც მე ვიცი. ისინი იხდიან ჯარიმას, რაც არის კანონით და გამოდიან ხოლმე. ამ შემთხვევაში - თქვენ თუ გულისხმობთ ბოკერიას სახლთან - გამოძიება მიდის".

შსს-მ ინციდენტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

კომენტარები