თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სცენას და რამდენიმე დიდ მონიტორს თბილისის საკრებულოს შენობის წინ ამონტაჟებენ.
აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც.