მთავრობის გადაყენების მოთხოვნა

შარაშენიძე: თუ მთავრობა მუშაობას არ გამოასწორებს ოცნებას რეიტინგი დაეკარგება

ნაციონალურ მოძრაობას ფაქტია, ამ ეტაპზე აქვს ფუფუნება, რომ ითამაშოს წაუგბელი თამაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, მთავრობა მუშაობს ცუდად. თუკი მთავრობა მუშაობას არ გამოასწორებს ყველა ვარიანტი საბოლოო ჯამში აწყობს ნაციონალური მოძრაობას. თუ ივანიშვილი არ შეელევა ამ მთავრობას, თუ მთავრობა არ გამოასწორებს მუშაობას, კიდევ უფრო დაეკარგება რეიტინგი ქართულ ოცნებას, რაც საბოლოო ჯამში ოპოზიციას და ნაციონალურ მოძრაობას აწყობს. და თუ მთავრობა გადადგება ბუნებრივია გამარჯვებაში ჩაეთვლება ნაციონალურ მოძრაობას. ორივე შემთხვევაში, თუ არ გამოასწორა მთავრობამ მუშაობა, წაგებულია ბუნებრივია ქართული ოცნება

განაცხადა GIPA-ს პროფესორმა, თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში საუბრისას

კომენტარები