ხარჯების შემცირება

ნარმანია: ბიუჯეტის რევიზიის შედეგად 1 800 000 ლარზე მეტი დაიზოგა

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის რევიზიის შედეგად 1 800 000 ლარზე მეტი დაიზოგა.

"ჩვენ ქამრების მოჭერა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოვედით თბილისის მერიაში. 2015 წლის ბიუჯეტში თავდაპირველადვე ჩავდეთ საკმაოდ შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები. მიუხედავად ამისა, კვლავ რევიზია ჩავუტარეთ დედაქალაქის ბიუჯეტს, ჯამში 1 800 000 ლარზე მეტის დანაზოგი გავაკეთეთ, საიდანაც 300 000 ლარი არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ხოლო 1 000 553 ლარი არის საპრემიო ფონდის შემცირება. ბიუჯეტში ცვლილების პროექტს ვამზადებთ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონი ლარი ცალკეული მუხლებიდან იქნება დაზოგილი და გადატანილი ინფრასტრუქტურის ხარჯებში, რათა ამით ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები