ტერორიზმი

კანადამ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა განახორციელა

www.frontpagemag.com

კანადამ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა განახორციელა. საჰაერო ხომალდებმა ისლამური სახელმწიფოს დე ფაქტო დედაქალაქის, რაქას სიახლოვეს მდებარე გარნიზონი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

"ახალი გეგმის მიღების შემდეგ განხორციელებული პირველი თავდასხმა მოწმობს ჩვენი მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ებრძოლოს ტერორიზმის საფრთხეს და უზრუნველყოს საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ISIS სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის და ისინი მზად არიან, ხელი შეუშალონ მის მიზნებს. მან თავდასხმა წარმატებულად შეაფასა და ასევე დაამატა, რომ კანადის  საჰაერო ხომალდები საკუთარ ბაზაზე მშვიდობით დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ კანადის პრემიერმინისტრმა, სტივენ ჰარპერმა ერთი თვის წინ ISIS-ის წინააღმდეგ თავდასხმის გეგმის გაფართოების ბრძანება გასცა.

კანადის ჯარები აშშ-თან ერთად ექსტრემისტთა ჯგუფის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრია და ნოემბრის მერე ISIS-ის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული შეტევა განახორციელა.

კომენტარები