ვატიკანი-საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს რომის პაპს შეხვდება

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ვატიკანში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას შეფასებით, პრეზიდენტის ვატიკანში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე გამოვყოფდი არაღიარების თვალსაზრისით, ვინაიდან რომის პაპის პოზიცია, მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არაღიარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, აღვნიშნავდი დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის გარღმავების კონტექსტსაც და ამ კონტექსტითაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში ვიზიტი", - განაცხადა პატარაიამ. 

გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

კომენტარები