ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები გოჩა ბუნიათოვი და გოდერძი გრიგალაშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები - ჯეიმსონი, ჯეკ დენიელსი, ჰენესი და ჩივას რეგალი.

დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

კომენტარები