დაპირისპირება გურჯაანში

ნადირაშვილი: პრემიერი კახეთს საკუთარ საფაშოდ მიიჩნევს

ჩემ წინააღმდეგ ბრალდებებს რაც შეეხება, საერთოდ არ ვაპირებ, რომ ამას ავყვე. ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, ჩემ გარდა. მეტს არაფერს არ ვიტყვი. თქვენ ნახეთ, თუ როგორ ველურად იქცევიან. აქ იყო პოლიციის უფროსი, არიან სხვადასხვა სამსახურის უფროსები. ჩვენ მოვედით ფრაქციის ოთახებში. გვაქვს უფლება, რომ ვიმყოფებოდეთ ადმინისტრაციულ შენობაში და ის, რაც ხდება, ეს არის პრემიერმინისტრის უტიფარი განცხადების შედეგი, რომ თურმე ძალადობა კარგია და არის წახალისებული. ამ ყველაფერზე პრემიერმინისტრს ეკისრება ვალდებულება. ის კახეთს მიიჩნევს საკუთარ საფაშოდ, მაგრამ ასე არ არის.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადიარშვილმა გურჯაანში მომხდარ დაპირისპირებაზე.

კომენტარები