სიკვდილით დასჯა ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი საზენიტო ქვემეხიდან დახვრიტეს

ჰენ იონ ჩხოლი
AFP

ჩრდილოეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი ჰენ იონ ჩხოლი დახვრიტეს. სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩხოლი რეჟიმის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიმართ არალოიალურობის გამო დასაჯეს. თავდაცვის მინისტრი რამდენიმე დღის წინ საზენიტო ქვემეხიდან, ასეულობით სახელმწიფო მოხელის თვალწინ დახვრიტეს.

არსებული ინფორმაცით, თავდაცვის მინისტრი იმისთვის დახვრიტეს, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელსაც ჩრდილო კორეის ლიდერი ესწრებოდა, ჩაეძინა.

სეულის ინფორმაციით, ჩრდილო კორეაში წლის დასაწყისიდან სიკვდილით 15 ადამიანი დასაჯეს, მათ შორის, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე. 2013 წლის დეკემბერში კი, გავრცელდა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ბიძის დახვრეტის შესახებ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების მომხრე იყო.

კომენტარები