პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თავიანთი სტრატეგიების რადიკალური შეცვლა. ორივე პარტიას სჭირდება, რომ უკეთ შესთავაზოს ხალხს გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობიდან. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური პრობლემები. ჩემი აზრით, ის პარტია, რომელიც უკეთ დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ მას აქვს რეცეპტი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მას ექნება შედარებით უპირატესობა მომდევნო არჩევნებზე. ეს არ არის საკმარისი. ორივე ამ პარტიას მოუწევს იმ კლიშეების დამარცხება, რომლებიც მათზე არის მიკრული. ქართული ოცნების შემთხვევაში ის, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, არის არაეფექტური და დამოკიდებულია ერთ ადამიანზე. ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ეს არის ის ნეგატივი, რომელიც ახლდა მის მოღვაწეობას განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამ კლიშეების დაძლევა და იქიდან თავის დაძვრენა ორივე მათგანს მოუწევს და იქნება მათთვის სერიოზული ამოცანა. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, ჩემი აზრით, მათი ამოცანა იქნება ერთის მხრივ შეთავაზება კონკრეტული რეცეპტების, მეორეს მხრივ, დივერსიფიცირება თავიანთი სახეების. ასევე მათი პრობლემაა ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილები, საუბრობენ მათ შორის ისეთ თემებზე, რომ, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მინიმუმ თანამონაწილეები იყვნენ. ამიტომ ეს შიდაწინააღმდეგობრიობა მათ გააჩნიათ
tbl.ge/9xt
დაკოპირდა
საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."
ამავე თემაზე
- ხალვაში TI-ის კვლევაზე: არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას
- TI: ზაზა პაპუაშვილმა თავისი წლიური წმინდა შემოსავლის 184% ქართულ ოცნებას შესწირა
- TI: კვაჭანტირაძემ "ოცნების" სასარგებლოდ, წლიური წმინდა შემოსავლების 349% გაიღო
- უსუფაშვილი: პოლიტიკური პარტიები არ უნდა ქრებოდნენ არენიდან
- ახალი მემარჯვენეები კოალიცია ქართული ოცნების შესახებ