საბანკო ზედამხედველობის სამსახური

ივანიშვილი: სამსახურის გამოყოფა მეტ დამოუკიდებლობას მისცემს ბანკებს

ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, რომ საინვესტიციო გარემოს შეექმნება საფრთხე, ის ცუდად აცნობიერებს და ცუდად ესმის, რა ცვლილებები იგეგმება პარლამენტში. პირიქით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ისინი ვეღარ გახდებიან პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ეროვნული ბანკის მხრიდან, თუ ასეთი არსებობს, ვერ დავამტკიცებ. ქადაგიძე, რომელიც გახლდათ ამ კომერციული ბანკების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, როდესაც ეროვნულ ბანკში გადაიყვანეს, თან მიაყოლეს ეს სამსახურიც და მიაბეს ამ ერთ კაცს. ასე მოხდა, თორემ თვითონ საქართველოშიც ეს სამსახური ცალკე არსებობდა. თანაც აქ ბევრი კითხვის ნიშნებია, თუ ასე გნებავთ. მტკიცებულებებსაც ალბათ მოვიპოვებთ.

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საბანკო ზედამხედველობის სამსახურზე.

კომენტარები