პოლიტიკოსები თავისუფლები არიან თავიანთ გამონათქვამებში, ამიტომ ამ დებატებში არ შევალ და იმას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ახლანდელი პოლიტიკოსებიც ხშირად მიდიოდნენ, კონკრეტულად მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ისინი საქმეებსაც იგებდნენ და მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ახლა უცებ გახდა. თან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ მივიღეთ - 5 რომ ყოფილიყო წინააღმდეგი, ალბათ, მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო აღარ იქნებოდა ანგაჟირებული. ამაზე ზედმეტია კომენტარის გაკეთება. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონსტიტუციიდან, კანონმდებლობიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხაზს ვუსვამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე დროებითაა შეჩერებული საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა - იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს. თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ჩვეულებრივ ამოქმედდება ის ნორმები, რაც იყო დაგეგმილი.
საბანკო ზედამხედველობის სამსახური
პაპუაშვილი: ეს პოლიტიკოსები ჩვენთან საქმეებს იგებდნენ, ახლა ვართ ანგაჟირებული?
tbl.ge/l5x
დაკოპირდა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სასამართლოს მიერ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შეჩერებაზე. როგორც ცნობილია, სასამართლომ საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა დროებით შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებით მმართველი გუნდის წევრები უკმაყოფილო დარჩნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდეს.
საბანკო ზედამხედველობის სამსახურიგიორგი პაპუაშვილისაბანკო ზედამხედველობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო
ამავე თემაზე
- მეჭიაური: ეროვნული ბანკის საქმიანობის შესასწავლად კომისიას შევქმნიდი
- კალაძე: საბანკო ზედამხედველობაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს
- ვოლსკი: საკონსტიტუციომ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება მიიღო
- ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლო შთამბეჭდავად სწრაფი გახდა
- სუბარი: უკვე ველოდები, საკონსტიტუციომ სააკაშვილს დაუბრუნოს ხელისუფლება