საბანკო ზედამხედველობის სამსახური

ხადური: უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზედამხედველობის აბსოლუტური დამოუკიდებლობა

ტაბულა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ბიზნესომბუდსმენი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისა და საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეები კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის თემა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა იყო. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, "ძალიან კარგი პროცესია დაწყებული".

"საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი მიმდინარეობს, არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა და რაც ყველაზე მთავარია და რაც კანონპროექტის ავტორებმაც თქვეს, პროცესი გაგრძლდება, გაგრძელდება ყველა ეტაპზე კანონპროექტის მიღებამდე და გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული. მე ვთქვი ჩემი მოსაზრებები, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ზედამხედველობის აბსოლუტური დამოუკიდებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები. არის თხოვნა, რომ უფრო საჯარო გახდეს პროცესი და უფრო მეტი არგუმენტი იყოს მოყვანილი. არის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი მოყვანილი, მაგალითად მოყვანილი იქნა საფრანგეთი, სადაც ეს სამსახური დამოუკიდებლად არსებობს. მოყვანილი იქნა სხვა მაგალითები, სადაც ეს სამსახური არის ცენტრალური ბანკის შემადგენლობაში. ასე რომ არის ძალიან კარგი საუბარი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამსახური იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი, ამისი არგუმენტი, რომ არ იყოს დამოუკიდებელი, მე მგონი არ არსებობს" - განაცხადა ხადურმა.

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია კი არ აკონკრეტებს თუ რაში მდგომარეობს ახალი მოდელის უპირატესობა და ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ის მოდელი, სადაც ბიზნესი თავს კომფორტულად გრძნობს.

კომენტარები