ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ენმ-ის ანტიკრიზისული პროგრამა: მასწავლებლის საშუალო ხელფასი 200%-ით გაიზრდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 200%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მშობლები სასკოლო ასაკის ბავშვის განათლებისთვის მიიღებენ 3-ჯერ მეტ თანხას - ერთ ბავშვზე 1 200 ლარს წელიწადში.

ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, სკოლებს სრულყოფილი მმართველობითი და ფინანსური ავტონომია ექნებათ.

"ჩვენი მიზანია, მოსწავლეების დაფინანსება ბიუროკრატიის დაფინანსების ნაცვლად" - ნათქვამია პროგრამაში, რომელიც ენმ-მ ექსპერტებს დღეს წარუდგინა.

კომენტარები