მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მოსახლეობა ხშირად ეფექტურ მთავრობას ძალადობად აღიქვამს

ჩვენს ქვეყნებში, ისეთებში, როგორც საქართველო და უკრაინაა, არასდროს ყოფილა ძლიერი მთავრობა. იყო ძლიერი იმპერიები, რომლებიც გვყლაპავდნენ... ჩვენს ქვეყნებში მოსახლეობა ხშირად ნებისმიერ მთავრობას აღიქვამს როგორც ძალადობას. განსაკუთრებით, ეფექტურ მთავრობას. იმიტომ, რომ მთავრობა არის რაღაც უცხო, არ არის შენი, შენ მას არ უნდა გადაუხადო გადასახადები, მისგან შორს უნდა დაიჭირო თავი და თუ მოატყუე, ეს კორუფცია კი არაა, ასეა საჭირო. და უცებ ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენ ვიხდით გადასახადებს, სახელმწიფო მათ ანაწილებს, როდესაც არღვევთ კანონს, სახელმწიფო გსჯით... რა თქმა უნდა, როდესაც სრულიად ახალი სისტემაა, არსებობს გადაცდომები, რადგან სახელმწიფოს შექმნის გამოცდილება კავკასიაში ბოლო ასწლეულების განმავლობაში არ არსებობდა, იყო ქაოსი. ამიტომ, ერთი მხრივ, ხალხი არ იყო მზად, მიეღო ეფექტური მთავრობა, მეორე მხრივ, მთავრობაც ხომ ამ საზოგადოების ნაწილი იყო და ეს ადამიანებიც არ იყვნენ მზად თავი შეეზღუდათ. რადგან გაუტკბათ - ჩვენ ხომ ქრთამებს არ ვიღებთო, ხო პატიოსნად ვმუშაობთო, ამიტომ მოდით, ბოლომდე წავიდეთ...

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმღვანელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია დოჟდისთვის, ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში, წინა ხელისუფლების მარცხის მიზეზების შესახებ.

კომენტარები