მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ პოლიტიკაში დარჩენა გინდა, დროზე უნდა წახვიდე

საბოლოო ჯამში ჩვენი ხელისუფლებიდან წასვლის მიზეზი ადამიანების დაღლილობა გახდა. ყველა ადამიანი იღლება ყველა მთავრობისგან. ამბობენ, თქვენ რომ არ წაგეგოთ სულ იქნებოდითო, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს მუდმივი მთავრობა. მეტიც - თუ პოლიტიკაში დარჩენა გინდა, დროზე უნდა წახვიდე. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში არ არსებობს მუდმივი პოლიტიკა. პუტინმაც კი ამის იმიტაცია მოახდინა... ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ლიდერს ვესაუბრე ჩემი გადადგომის შემდეგ, რომელიც ვერ იჯერებდა, რომ ეს არ არის თამაში და მეკითხებოდა, როდის ვბრუნდები, სამ თვეში თუ ექვს თვეში... ჩემს გარშემო ძალიან წარმატებული ლიდერების, მათ შორის ჩემი მეგობრების წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან წარმატებული რეფორმები განახორციელეს დემოკრატიის პირობებში, ის ადამიანები გამოდიოდნენ, ვინც მათი რეფორმების შედეგებით სარგებლობდა....

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმღვანელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია დოჟდისთვის, ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს წინა ხელსუფლების მარცხის მიზეზების შესახებ.

კომენტარები