ქართველები გერმანიაში

ქართველებმა გერმანიის მხოლოდ ერთ მხარეში 2014 წელს 1067 დანაშაული ჩაიდინეს

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

გერმანიის მხოლოდ ერთ მხარეში საქართველოს მოქალაქეებმა 2014 წელს 1067 დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას DIE WELT ავრცელებს.

გერმანული გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ქართველი კრიმინალების რაოდენობამ საგრძნობად მოიმატა. რაინლანდ-პფალცის მხარეში 2012 წელს ქართველებმა 191 დანაშაული ჩაიდინეს, 2013 წელს 579, გასულ წელს კი 1067.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ ყველაფრის უკან, როგორც წესი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას, რომელიც გერმანიაში წევრებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად გზავნის, ხოლო სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე ჯგუფის წევრები ქურდობენ.

მედიის ინფორმაციით, ქართველმა დამნაშავეებმა დაახლოებით 250 მილიონი ევროს ოდენობის ქონება მოიპარეს.

კომენტარები