სტიქია თბილისში

წყალდიდობის შედეგად 24 წლის ივლიტა ჯიბუტი მდინარე ვერემ გაიტაცა

gurianews.com/

თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა.

ივლიტა მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად თავის გადასრჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ივლიტას და მისი მეგობარ გოგონას ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები