სტიქია თბილისში

ხაბეიშვილი: სანიაღვრე სისტემა ვერ ატარებს, იმიტომ რომ ყველგან კორპუსებს აკვეხებენ

ყელში ამოვიდა და წარმოუდგენელია ამის ყურება. დედაქალაქი დაიტბორა, წვიმს ახალ აშენებულ კორპუსებში, სახლებსა და ლიფტებში. დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ვაგონები, ავტობუსები, იშლება კლდეები. სანიაღვრე სისტემები არ არსებობს და არც ამ სანიაღვრეს გაწმენდა ახსენდება ვინმეს. 

ქაოტური მშენებლობები, კორუფციული მშენებლობები, ჩინოვნიკების, კალაძის მშენებლობები. ამ ქვეყანაში არავინ პასუხს რომ არ აგებს, შესაბამისად, გაუგონარ მდგომარეობას ვიღებთ. 

სხვა დროსაც წვიმდა. თბილისში სულ და ხშირად წვიმდა, მაგრამ ყველა "გაელვებაზე" ადამიანებს შიშის ქვეშ ცხოვრება და ნავით გადაადგილება არ უწევდათ. კორუმპირებული, ქურდი, მკვლელი, კრიმინალი კალაძე დედაქალაქს მიწასთან ასწორებს.

რას ჰქვია სტიქიაა? აქამდე არ იყო წვიმა თბილისში? არ ატარებს, ვერ ატარებს სანიაღვრე სისტემა, იმიტომ, რომ ყველგან კორპუსი ააშენეს - კლდეებზე გადიან და ყველგან კორპუსებს აკვეხებენ. რასაც აშენებენ, იმ კორპუსებშიც წვიმს. 12 წელია, ინერციით მიდის ქვეყანაც და თბილისიც. ჰოდა, ინერციით ბანცალს აუცილებლად მოჰყვება დაცემა, ჩამოშლა. კინწისკვრით უნდა გავყაროთ ფულზე დახარბებული კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი ბანდა, თორემ კარგი არაფერი გველოდება.

ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები და იმედია, არცერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე.

წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. მერიის განცხადებით, დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ასევე, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები არაერთ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც თბილისის დატბორილი ქუჩები ჩანს.

კომენტარები