სტიქია თბილისში

მთავრობამ მერიას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 10 მილიონი გამოუყო

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის მერიას მიმდინარე სამუშაოების დაფინანსებისთვის 10 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"საქართველოს მთავრობის განკარგულება არის მომზადებული. მე დღეს მოვაწერ ხელს ამ განცხადებას. კერძოდ, საქმე ეხება 10 მილიონი ლარის გამოყოფას თბილისის მერიისთვის იმისთვის, რომ მიმდინარე სამუშაოები დაფინანსდეს", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მინისტრებს დავალება მისცა, რათა თბილისში დაზარალებული არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩეს.

"უახლოეს საათებში გაიმართება პირველი შეხვედრა დონორებთან. ფინანსთა მინისტრს უკვე ჰქონდა საუბარი მათთან. მოხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზაცია მოსახლეობის დასახმარებლად. მე მინდა მოგმართოთ მინისტრებს და ყველას დაგავალოთ, რომ არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს თბილისში ყურადღების გარეშე. ყველა ოჯახის პრობლემა აღვწეროთ, დავითვალოთ დეტალურად მათი ზარალი და ყველას მაქსიმალური დახმარება უნდა გავუწიოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები