სტიქია თბილისში

ღარიბაშვილი: ექსპერტების აზრით, წინა მთავრობამ პროექტი არასწორად განახორციელა

რაც შეეხება იმ ბრალდებებს და ექსპერტებისა და სპეციალისტების შეფასებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს წინა ხელისუფლების მიერ არასწორად განხორციელებული პროექტის ბრალი. მე სრულიად შემთხვევით ერთი საათის წინ მოვისმინე ინფორმაცია ჩემი პრესსამსახურიდან, ვნახე ვიდეო, ერთ-ერთი ექსპერტი ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში საუბრობდა სწორედ ამ პრობლემაზე... მისი შეფასებით, შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში. და ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ, რეალურად ეს იყო... ეს ადამიანი საუბრობს სწორედ იმ პროექტზე, რომელიც განხორციელდა სწორედ ვერეს ხეობაში, იმაზე, რომ არასწორი გათვლებით, არასწორი პროექტით მოხდა ამ გზის გაყვანა. თუმცა, მე არ ვარ სპეციალისტი და მირჩევნია ექსპერტებს ვკითხოთ აზრი ამის თაობაზე... საჭიროა უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება, უკვე დავავალე სპეციალურ ჯგუფს, რომ სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა გამომწვევ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავგეგმოთ საჭირო ღონისძიებები.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილსში სტიქიის მძიმე შედეგების შესაძლო გამომწვევი მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში.

კომენტარები