სტიქია თბილისში

ჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა.

დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. საბჭოს ცნობით, სახლი მეწყრულ ზონაში მდებარეობს. 

"ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები", - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები