სტიქია თბილისში

გურიელიძე: ადამიანების დაღუპული სიცოცხლე პატრიარქის ამ სიტყვებს არ იმსახურებდა

ამის მოსმენა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. 1927 წელს ასეთი რამ რომც მომხდარიყო, მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. არ მესმის, რას ემსახურებოდა ეს სიტყვები. მოგეხსენებათ, იმ დროს არ მქონდა საშუალება ტელევიზორისთვის მეყურებინა ან რამეს გავცნობოდი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება. პირველი ემოცია - საშინელი შეურაცხყოფის გრძნობა იყო. ამას მოყვა ბრაზიც. ადამიანების დაღუპული სიცოცხლე და რისკი, რასაც ტრაგედიის ღამეს ჩვენი თანამშრომლები წევდნენ, მსგავს სიტყვებს უბრალოდ არ იმსახურებდა.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ლიბერალთან ინტერვიუში. პატრიარქმა 13-14 ივნისის ღამის სტიქიის შემდეგ თქვა, რომ ზოოპარკი ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად დაარსდა და ამიტომ, ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს.

კომენტარები