სტიქია თბილისში

მღვდელი: სტიქია ღმერთის გარეშე მოხდებოდა? ნამდვილად სამართლიანია ღმერთი

როცა ასეთი განსაცდელი ხდება, ეს როგორ, ღმერთის გარეშე მოხდა? გამოდიან და ამბობენ, „ძალიან გთხოვთ ღმერთს ნუ ჩარევთ, ღმერთი სიყვარულია" - კი ბატონო, ღმერთი სიყვარულია. მაგრამ ღმერთში ყველაფერი თანაბრად არის, სიყვარულიც, სამართლიანობაც, ყოვლისშემძლეობაც. ღმერთი ნამდვილად სამართლიანი იყო, როცა წარღვნა დაუშვა. იმიტომ, რომ 120 წელი აფრთხილებდა ნოეს სახით კაცობრიობას. რომ შესწყვიტეთ ცოდვა, თორემ დაისჯებით. ნოეს დასცინოდნენ და გიჟს ეძახდნენ. ღმერთს რომ არ გაეფრთხილებინა კაცობრიობა და ისე დაეტეხა წარღვნა, მაშინ უსამართლო იქნებოდა. მაგრამ აფრთხილებდა ღმერთი, აფრთხილებდა და სოდომს და გომორს ნუ აკეთებთ ამასო... ღმერთი სამართლიანია და იმ ადამიანებს, ვინც ამბობს რომ ღმერთი არაფერ შუაშია, ეკლესია შეაგონებს, რომ ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა. ამით თავს ნუ მოიტყუებენ, თითქოს ეს ღმერთის გარეშე მოხდა. დიახაც, ღმერთმა დაუშვა. და ამის თქმის უფლებას გვაძლევს წმიდა წერილი, რომელიც არის სახელმძღვანელო ჩვენთვის... აბრალებენ ერთმანეთს, აი, გვირაბი რომ არ ყოფილიყო... არ იქნებოდა მდინარე ვერე? იქნებოდა მდინარე მტკვარი, იქნებოდა არაგვი, იქნებოდა იორი, იქნებოდა თბილისის ზღვა? თუკი ზეცაში გადაწყდა დასჯა ღვთის მიერ და განაჩენი იქნა გამოტანილი, ამას წინ ვინ დაუდგება?ჩვენ ვაფრთხილებდით ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უნდოდათ - ნუ გააკეთებთ ამას. ჩვენ გვქონდა იმის იმედი და კიდევ გვაქვს იმედი, რომ ქვეყანაში არიან ხალხი, რომლებიც არიან ქრისტიანები, რომლებიც ქრისტიანულად ფიქრობენ, და სულ ვეუბნებოდით, რომ ნუ გააკეთებთ ამას, იმიტომ რომ არ დაისაჯოთ არც თქვენ, არც ჩვენ. მაინც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. მამათმავლობის დაკანონების სუნი ტრიალებს ქვეყანაში, დღეს უკვე ითხოვენ პასპორტებში სქესის შეცვლაზეა საუბარი. კაცია და შეიძლება ჩაიწეროს ქალად და მერე გეტყვიან, ხვალ, რომ მე ქალი ვარ და მინდა დავარეგისტრირო ქორწინება და შენ ვეღარაფერს იტყვი, იმიტომ რომ მას პასპორტში იურიდიულად უწერია ქალი. აი, აქეთკენ მიდის ქვეყანა, რომ შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს. მაშინ პირდაპირ, ეს რაც მოხდა, კიდევ ღვთის მოწყალებაა, რომ დიდი მასშტაბებით არ მოხდა და ღმერთმა ამით კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილა. ეს ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო უფრო დიდი მასშტაბებით და კატასტროფებით

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი დავით ქვლივიძე ქადაგებისას

კომენტარები