სტიქია თბილისში

პრემიერი საგანგებო შტაბის წევრებს: თქვენ თვითონ აღრიცხეთ ცხოველები

მიუხედავად იმისა, რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ დირექტორისგან, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, თუ რამდენი ცხოველია გარდაცვლილი, რამდენი ნაპოვნი და ა.შ. თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, დაეხმაროთ და თქვენ [მიმართავს საგანგებო შტაბის წევრებს] თვითონ აღრიცხოთ და დაადგინოთ, რამდენი მტაცებელია დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად... სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული ან დამხრჩვალი ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია. მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის არაერთგზის გაკეთებული განცხადებებისა, და მოსახლეობა მაშინ უნდა გავაფრთხილოთ კიდევ ერთხელ, რომ რაღაცა საფრთხე არსებობს, ეს არის ჩვენი ვალდებულება.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე. საგანგებო შტაბის წევრები ამბობენ, რომ ცხოველების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკისგან იღებდნენ და მათგან იცოდნენ, რომ ქალაქში მტაცებლები არ დადიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოოპარკმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებდნენ.

კომენტარები