სტიქია თბილისში

გურიელიძე: ამ დროისთვის ვეფხვი და აფთარია დაკარგული

lela askurava/fb.com

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან ამ დროისთვის დაკარგულია ვეფხვი და აფთარი. თუმცა, ისინი გაქცეულები არიან თუ დაღუპულები, ჯერჯერობით უცნობია.

"ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია. ზოლებიანი აფთარიც. ის საშიში არ არის. ზოოპარკის ცხოველია და საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, გაურკვეველია, ცოცხლები არიან, გაქცეულები თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფებიან, რომელიც ბევრია ზოოპარკის ტერიტორიაზე", - თქვა გურიელიძემ.

კომენტარები