სტიქია თბილისში

გურიელიძე, მისი მოადგილე და რამდენიმე თანამშრომელი პროკურატურაში იმყოფებიან

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, მისი მოადგილე და რამდენიმე თანამშრომელი პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, ლაგუნა ვერესთან მომხდართან დაკავშირებით, რა დროსაც ვეფხვმა მამაკაცი მოკლა, უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. 

მომხდარის შემდეგ გურიელიძე პოლიციაში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, უთხრეს, რომ გარკვეული შეკითხვები არსებობს.

გურიელიძისვე თქმით, მისი ბრალია, რომ სახელმწიფო უწყებებმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს და თქვეს, რომ ყველა ცხოველი ნაპოვნია.

"ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს მქონდა, საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედავად, შსს მაინც პატრულირებდა პერიმეტრზე, მაგრამ შიგნით შენობებში არ ხორციელდებოდა ძებნა. ვაცნობიერებ, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია. ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლებოდა, შემოდიოდა სხვადასხვა წყაროებიდან. იმ მომენტში ასეთი ინფორმაცია მქონდა მიღებული და მივაწოდე სახელმწიფო უწყებებს", - თქვა გურიელიძემ.

ზურაბ გურიელიძის დაკითხვას საია -ს ადვოკატი დაესწრება.

"ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გურიელიძის დაკითხვის პროცესს #საია -ს ადვოკატი დაესწრება" - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის Facebook გვერდზე.

კომენტარები